პროექტის სახელი: გორის რაიონის ისტორიული და კულტურული ძეგლების შესწავლა.
საქართველოში მატერიალური კულტურის ძეგლებისადმი ინტერესი მე–19 საუკუნის 30–40–იან წლებში ჩაისახა. მე–20 საუკუნის ბოლო ათეულ წლებში დაიწყო არქეოლოგიური გათხრები, ექსპედიციები. (დიმიტრი ბაქრაძე, ალექსანდრე ცაგარელი, ექვთიმე თაყაიშვილი, ნიკო მარი )
ჩვენი კულტურული ღირებულებებიდან ავირჩიეთ ბორის რაიონი, იმიტომ რომ გორი არის საქართველოს გული. ის ერთ–ერთი უძველესი ქალაქია საქართველოში. მას პირველად მე–7 საუკუნის ამბებთან დაკავშირებით იხსენიებს ისტორიკოსი ჯუანშერი. ზოგიერთი ისტორიული წყარო ქალაქის დაარსებას დავით აღმაშენებელს მიაწერს . (XII-საუკუნის დასაწყისი.) გორმა უფლისციხის ადგილი დაიკავა. გორი საამეფო ქალაქი გახდა. მას განაგებდა მეფის მოხელე – ქალაქის მოურავი.
მოსწაავლეებმა ნაწილობრივ იციან ამ ქალაქის ისტორია . უფრო ღრა ცოდნისთვის მივუთითებ სახელმძღვანელოებს და მოვიძებთ ვიდეომასალას. პროექტზე სამუშაოდ ავირჩიე მე–11–კლასი. პროექტი რომ უფრო საინტერესო გახდეს დავიხმართ სხვა კლასის მოსწაავლეებსაც. პროექტზე ვიმუშავებთ ორი თვე. მოვაწყობთ ექვსკუურსიებს გორის მნიშნელოვანი ძეგლების სანახავად. ეს დიდ დაინტერესებას გამოიწვევს და მოსწაავლეები უფრო მეტი გულისყურით მიეკიდებიან ცოდნის დაუფლებას. ეს იქნება ჩვენი კულტურული ღირებულებებისადმი დიდი სიყვარული და პატივისცემა.
სამუშაო ენა – ქართული.
მოსწაავლეები გადაინაწილებენ ფუნქციებს. ერთი მოსწავლე ერთი ძეგლის შესწავლაზე იქნება ორიენტირებული. გადაიღებენ ვიდეომასალას. ადგილობრივი მოსახლეობიდან მოიპოვებენ დამატებით ინფორმაციას.
გთავაზობთ რამდენიმე ისტორიულ ძეგლს , რომლის შესწავლას დაიწყებენ მოსწაავლეები.
ატენის სიონი
უფლისციხე
სამთავისი
კათოლიკური ეკლესია
ავკვეთის ეკლესია
ციხის ეკლესია
არაშენდას ფერიცვალების ეკლესია
ახალდაბის წმ. გიორგის ეკლესია
აქვის წმინდა სამების ეკლესია
გორის ციხე
ვარიანის ღვთისმშობლის ეკლესია
ნიქოზის კვირაცხოვლის ეკლესია
ქვათახევის გამოქვაბულის კომპლექსი
შინდისის სტეფანწმინდის ეკლესია
ხელთუბნის ყორღანული ველი
ეს არის მცირე მცირე ჩამონათვალი იმ ეკლესია – მონასტრების , რომელიც მდებარეობს გორის რაიონში . მიძიებული ინფორმაციის შემდეგ გავაკეთებთ პრეზენტაციას სკოლაში , დაესწრებიან სხვა კლასის მოსწავლეები და მასწავლებლები და მოხდება შეფასება. რა თქმა უნდა თითოეული მოსწავლის გამოსვლა იქნება ზედმეტ–ნაკლები , მაგრამ საინტერესო.
პროექტის ფასილიტატორო –მაია აბესაძე
ფასილიტატორის ელ.ფოსტა–maiaabesadze@gmail.com
პროექტის ვებ გვერდი/ბლოგი-maiaabesadze.blogspot.com
пятница, 7 мая 2010 г.
Подписаться на:
Сообщения (Atom)